"ფილადელფიამ" "დენვერი" მეორე ტაიმში გატეხა
"ფილადელფიამ" "დენვერი" მეორე ტაიმში გატეხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ზოგმა გუნდმა პლეი ოფის საგზური უკვე გაინაღდა, ზოგი კი კიდევ იბრძვის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოსახვედრად. “ფილადელფიამ”, რომელსაც პლეი ოფის საგზური განაღდებული აქვს, საკუთარ არენაზე ფილადელფია მიიღო და მეტოქეს 123-104 სძლია. მასპინძლებმა მატჩში გარდატეხვის შეტანა მეორე ტაიმში მოახერხეს. პირველი ორი მეოთხედის შემდეგ “დენვერი” მეტოქეს 8 ქულის სხვაობთ ამარცხებდა, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშის სურათი შეიცავალა. ბენ სიმონსის (7 ქულა, 13 მოხსნა, 11 პასი), ჯოელ ემბიდის (20 ქულა, 13 მოხსნა), დარიო სარიჩისა (20 ქულა) და რობერტ კოვინგტონის დამსახურებით “ფილამ” საბოლოოდ მეტოქეს 19 ქულიანი სხვაობით სძლია. დენვერელთა შემადგენლობაში ყველაზე მეტი 25 ქულა ვილ ბარტონის ანგარიშზეა. პოლ მილსეპმა 16 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში. ჯამალ მიურეიმ საკუთარ გუნდს 17 ქულა შესძინა. დენვერს 74 ჩატარებული შეხვედრიდან 40 მატჩი აქვს მოგებული და ჯერჯერობით პლეი ოფის მიღმა, მეცხრე ადგილზე იმყოფება.

შარლოტი – ნიუ იორკი 137-128
დეტროიტი – ლეიკერსი 112-106
მინესოტა – მემფისი 93-101
ფინიქსი – ბოსტონი 94-102