ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ყველა ვარსკვლავის კვირეულთან დაკავშირებული შესვენების შემდეგ, დღეს რეგულარული სეზონის პირველი სათამაშო დღე შედგა.
„ფილადელფიამ“ საკუთარ „ველს ფარგო ცენტრში“ „ბრუკლინს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმის საბოლოოდ, ანგარიშით 112:104 სძლია.
„სიქსერსს“ 39 ქულით და 16 მოხსნით ჯოელ ემბიდმა უწინამძღოლა. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა ტობაიას ჰარისმა (22 ქულა 12 მოხსნა).
ბრუკლინელთა რიგებში 25 ქულით ყველაზე შედეგიანი ლევერი გამოდგა. დეანდრე ჯორდანმა 14 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. სპენსერ დინვდიდიმ 22 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს, თუმცა ეს „ნეთსს“ გამარჯვებისთვის არ ეყო.
დეტროიტი-მილუოკი 106:126
ატლანტა-მაიამი 129:124
ჩიკაგო-შარლოტი 93:103
საკრამენტო-მემფისი 129:125
გოლდენ სტეიტი-ჰიუსტონი 105:135