ზედიზედ 3 წაგებული მატჩის შემდეგ, “ფილადელფიამ” საკუთარ “ველს ფარგო ცენტრში” სერიის პირველი გამარჯვება მოიპოვა.”
სევენთი სიქსერსმა” “სელტიკსი” 11 ქულის სხვაობით, 103-92 დაამარცხა. მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი 25 ქულით ხორვატი ლეგიონერი დარიო სარიჩი გამოდგა. 19 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ბენ სიმონსმა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა ჯოელ ემბიდს (15 ქულა, 13 მოხსნა). ბრედ სტივენსის გუნდში 20 ქულით ჯეისონ ტატუმი გამოირჩა. 17 ქულა დააგროვა მარკუს მორისმა.
მომდევნო შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის ბოსტონის “ტი დი გარდენში” 10 მაის ჩატარდება.