კანადაში ჩატარებული ორი განსხვავებული მატჩის შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურმა სერიამ ფილადელფიაში გადაინაცვლა. „სევენთისიქსერსმა“ საკუთარ „ველს ფარგო ცენტრში“ (Wells Fargo Center) „ტორონტოს“ უმასპინძლა და საერთო ანგარიშში 2:1 დაწინაურდა.
„ფილიმ“ მატჩი დამაჯერებელი ანგარიშით – 116:95 მოიგო. მასპინძელთა შორის საუკეთესო ჯეოლ ემბიდი იყო, რომელმაც 33 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. შესანიშნავად იასპარეზა ჯიმი ბატლერმა, რომელმაც შეხვედრა 22 ქულით დაასრულა. სამმაგ დუბლამდე მას ერთი მოხსნა და ამდენივე გადაცემა დააკლდა. ტორონტოელთა შორის ყველაზე მეტი – 33 ქულა კავაი ლეონარდმა დააგროვა. კანადელებს 20 ქულა შესძინა პასკალ სიაკამმა.
სერიის მომდევნო, რიგით მეოთხე შეხვედრა კვლავ ფილადელფიაში, 5 მაისს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.