უკვე ოფიციალურად, გუშინდელი დღის შემდეგ, ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია (NBA) დიდი გაცვლის მოლოდინშია.
ენტონი დევისი სულ მალე გუნდს შეიცვლის და ამერიკულ მედიაში ბევრი სავარაუდო გუნდი სახელდება. ყველაზე რეალურ ვარიანტად ლოს-ანჯელეს ლეიკერსი და ბოსტონ სელტიკსი სახელდება, თუმცა ფაქტია, რომ 25 წლის ვარსკვლავის საკუთარ გუნდში ხილვა ბევრი გუნდი ისურვებდა. ამერიკელი ჟურნალისტი რიჩ პოლი იუწყება, რომ „ფილი“ დევისისთვის ბრძოლას არ აპირებს.
სევენთისიქსერსი მოგეხსენებათ ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც აქცენტი მომავალზე აქვს გაკეთებული, აქედან გამომდინარე, ამერიკელი ჟურნალისტის მოსაზრება სავსებით ლოგიკურია. ფილადელფიასთვის რომელიმე ახალგაზრდა ვარსკლავის გაშვება გეგმაში ნამდვილად არ უნდა შედიოდეს, რადგან ყველაფერთან ერთად გუნდი რეგულარულში სავსვებით დამაკმაყოფილებელ შედეგს აფიქსირებს.
გუნდმა უკვე დაიმატა ჯიმი ბატლერი, რაც სავარაუდოდ ფილადელფიას სამწვრთნელო შტაბისთვის ლოგიკურად წელს განხორციელებული უკანასკნელი გაცვლა უნდა იყოს.