„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველით, ფილ ფოდენით მადრიდის „რეალი“ დაინტერესდა, – იტყობინება Don Balon.
წყაროს ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ მანჩესტერელებს 19 წლის ინგლისელ ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს შესთავაზებს.
გამოცემის ანალიზით, მადრიდელები ფილ ფოდენს 34 წლის ლუკა მოდრიჩის შემცვლელად მოიაზრებენ.
2019/20 წლების სეზონში ფოდენმა „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი ბურთი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.
საინტერესოა, რომ Transfermarkt.com 19 წლის ინგლისელ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებს.