ფილ ფოდენი და მისი დედა „მანჩესტერ-არენაზე“ ჩხუბის მონაწილენი გახდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ფილ ფოდენი სკანდალურ სიტუაციაში მოხვდა, – წერს გაზეთი The Sun.
ფეხბურთელი „მანჩესტერ-არენაზე“ საკრივო საღამოს დაესწრო. მასთან ერთად იყვნენ ახლო მეგობრები და ნათესავები, მათ შორის – ნახევარმცველის დედა კლერ ფოდენი.
ღონისძიების შემდეგ, ფეხბურთელის ოჯახსა და უცნობ მაყურებლებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. როგორც ირკვევა, უცნობებმა ფეხბურთელის შეყვარებულს რებეკა კუკს შეურაცხყოფა მიაყენეს.
შემდეგ ფოდენი და კუკი არენის ერთ-ერთ ოთახში შევიდნენ და რამდენიმე წამის შემდეგ, იქიდან გამოვიდა კლერ ფოდენი. მან ხელი უბიძგა ერთ-ერთ უცნობს, რის გამოც მაშინვე სახეში დარტყმა მიიღო. ჩხუბში წამსვე ჩაებნენ სხვა ადამიანები, მათ შორის – თავად ფეხბურთელი.
ცოტა ხანში, ფოდენის ერთ-ერთმა მეგობარმა ხელში ცეცხლმაქრი აიღო და მის წინ მდგარ მამაკაცებს რამდენჯერმე მოუქნია. ამის შემდეგ, ორივე მხარე დამშვიდდა და კონფლიქტი ამოიწურა.