„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ფილ ფოდენი მინიმუმ ერთ თვეს გამოტოვებს ფეხის დაზიანების გამო.
21 წლის ფეხბურთელმა ფეხის ტრავმა ჯერ კიდევ ევრო 2020-ის ფინალის წინ მიიღო, მაგრამ დაზიანება იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
ასე რომ, ფოდენი არ ითამაშებს პრემიერლიგის საწყის მატჩებში „ტოტენჰემთან“, „ნორვიჩთან“ და „არსენალთან“, ასევე გამოტოვებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებს უნგრეთის, ანდორასა და პოლონეთის წინააღმდეგ.