ფრანკ აზემა შესაძლოა ფიჯის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნოს. ფრანგი სპეციალისტი, რომელიც „კლერმონის“ თავკაცია, ჯერჯერობით კანდიდატებს შორის სახელდება. უცხოური მედიის ცნობით, ფიჯის რაგბის კავშირი მასთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში გეგმავს. დასტურის შემთხვევაში, კუნძულელები ფრანგ მწვრთნელთან კონტრაქტს 2023 წლის მსოფლიო თასის ჩათვლით გააფორმებენ.
48 წლის სპეციალისტს ჯერჯერობით არცერთი ეროვნული ნაკრები არ გაუწვრთნია. იგი „კლერმონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2014 წლიდან მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ფიჯის ეროვნული ნაკრების მოქმედი მთავარი მწვრთნელი ჯონა მაკ’ქი გახლავთ. ჯერ კიდევ 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე, ფიჯის ნაკრების ქომაგები ფედერაციას მოქმედი მწვრთნელის გათავისუფლებას სთხოვდნენ. ახალზელანდიელი სპეციალისტის მუშაობით გულშემატკივარი უკმაყოფილო იყო.
შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს ლონდონში, ტვიკენჰემის სარაგბო სტადიონზე, ფიჯის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბარბაროსების წინააღმდეგ ითამაშებს.