ფიგურული ციგურაობის ისტორიაში საქართველო ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხივე კატეგორიაში პირველად იქნება წარმოდგენილი #1TVSPORT
ფიგურულ ციგურაობაში სალიცენზიო მარათონის ათვლა 2021 წელს შვედეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო და ობერსდორფის საკვალიფიკაციო ტურნირზე დასრულდა.
ოლიმპიური საგზურისთვის 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა და 102 ლიცენზია 32 ქვეყანაზე გადანაწილდა.
ოთხივე კატეგორიაში ( მამაკაცები, ქალები, სპორტული წყვილები, სპორტული ცეკვები) ლიცენზია მოიპოვა შვიდმა ქვეყანამ:
საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატებისპო
რუსეთი
კანადა
ჩინეთი
იაპონია
ჩეხეთი
გუნდურ შეჯიბრზე დაშვებულია მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო მაჩვენებლის მქონე 10 გუნდი:
საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები
რუსეთი
გერმანია
ჩეხეთი
უკრაინა
კანადა
იაპონია
ჩინეთი
იტალია
პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ:
მორის ყვითელაშვილი (კაცები).
ალინა ურუშაძე (ქალები).
მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ( სპორტული ცეკვები).
კარინა საფინა და ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები).
პირველად ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში საქართველო ოთხივე კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი და ასევე პირველად, საქართველოს ნაკრების წევრები ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრშიც მოსინჯავენ საკუთარ ძალებს.
ჩინეთის დედაქალქ პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 წლის 2 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.
ოლიმპიზმის ისტორიაში პეკინი პირველი ქალაქია, რომელმაც ზაფხულის თამაშების შემდეგ ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მოიპოვა.
პეკინში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2008 წელს გაიმართა.