ფიგურული ციგურაობა | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT
ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში 12 იანვარს შეჯიბრება სპორტულ ცეკვებში (რიტმული ცეკვა) გაიმართა. საქართველოს სახელით დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა იასპარეზა.
მოკლე პროგრამაში მათ 76.33 ქულა დააგროვეს, მეშვიდე ადგილი დაიკავეს და 13 იანვარს თავისუფალი პროგრამით გამოვლენ.
დღესვე, 20:00 საათიდან თავისუფალ პროგრამას მამაკაცები წარადგენენ, გამომსვლელთა შორის იქნება ქართველი ნიკა ეგაძე, რომელიც პირველი დისციპლინის შემდეგ მე-10 ადგილზეა.