9 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი NRW Summer Trophy 2019, რომელშიც ასპარეზობდნენ იუნიორი ვაჟების, გოგონების, სპორტული ცეკვებისა და სენიორთა შორის სპორტული ცეკვების კატეგორიებში. ეს პირველი ოფიციალური სტარტი იყო მოციგურავეებისათვის ახალ სეზონზე.
იუნიორთა კატეგორიაში თავისი ახალი მოკლე და თავისუფალი პროგრამები წარმოადგინა ქართველმა სპორტულმა მოცეკვავე წყვილმა მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ.
ქართველი წყვილისათვის ეს პირველი სტარტი იყო ახალ სეზონზე და ის საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. 7 ქვეყნის 12 მოციგურავეს შორის მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა, როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამებში პირველი ადგილი დაიმსახურეს და შესაბამისად საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.