ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო - საქართველოს ნაკრები ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვებას შეეცდება #1TVSPORT
ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო - საქართველოს ნაკრები ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვებას შეეცდება #1TVSPORT

დღეს, 24 მარტს, სტოკჰოლმში, „გლობალ არენაზე“ ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება.  

პრესტიჟული ტურნირი ამ სეზონის ყველაზე საპასუხისმგებლო სტარტი იქნება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მაძიებელი 50 – მდე ქვეყნის 184 სპორტსმენისათვის, მათ შორის ქალთა, მამაკაცთა და სპორტულ წყვილებში მოასპარეზე ქართველი მოციგურავეებისათვის.

პირველ სატურნირო დღის ( 24 მარტი) განრიგი:

13:10 ქალები ( მოკლე პროგრამა)

ალინა ურუშაძე იასპარეზებს 21-ე ნომრით, 32 ქვეყნის 39 მოციგურავეს შორის.

21:30 სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა)

ანასტასია მეტელკინადანიილ პარკმანი იასპარეზებენ მე-4 ნომრით 17 ქვეყნის 24 მოციგურავეს შორის.