FIFPro-მ ფიფა-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა - ლეგიონერებს კონტრაქტები უნდა გაუწყდეთ და არ უნდა დაბრუნდნენ #1TVSPORT
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPro) მკაცრად გააკრიტიკა ფიფა-ს გადაწყვეტილება, რომელმაც უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, უცხოელ ფეხბურთელებს ნება დართო, რუსულ კლუბებთან კონტრაქტები შეაჩერონ.
ფიფა გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ლეგიონერებს კონტრაქტების შეჩერება და უცხოურ გუნდებთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმება მხოლოდ 30 ივნისამდე შეუძლიათ, მერე კი ძველ კლუბებში უნდა დაბრუნდნენ.
„გადაწყვეტილება, რომ უცხოელ ფეხბურთელებს მხოლოდ კონტრაქტები შეუჩერონ და ამით მხოლოდ დროებით დატოვონ რუსული კლუბები, ძალიან მოკრძალებული ნაბიჯია“, – ნათქვამია ორგანიზაციის გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც Guardian-მა გაავრცელა.
ორგანიზაცია განმარტავს გადაწყვეტილება რატომ არის მიუღებელი.
„ფეხბურთელებს გაურკვევლობის გამო დარჩენილ სეზონში სამუშაოს შოვნა გაუჭირდებათ და რამდენიმე კვირაში ისევ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ეს არ დააკმაყოფილებს იმ მოთამაშეებსაც კი, რომლებიც რუსეთში მოკლევადიანი კონტრაქტებით არიან“.