„ფიფპრო“ (FIFPro) ფიფას წინაააღმდეგ - მოთამაშეთა უფლებებს სრულად დავიცავთ
Covid-19 მსოფლიოს ნომერ პირველი პრობლემა გახდა. დიდი პრობლემა არის ფეხბურთი, რომელიც შეჩერებულია და უკვე თვეა, მხოლოდ მოგონებებში გადაინაცვლა, თუ არ ჩავთვლით, ბელარუსის, ტაჯიკეთის, ნიკარაგუასა და ბურუნდის ნაკლებად საინტერესო ჩემიონატებს.
არავინ იცის, საფეხბურთო სეზონი როდის გაგრძელდება. ამასობაში ფიფამ გადაწყვიტა, რომ ფინანსური პრობლემების გამო, გამოსავალი მოთამაშეთა და მწვრთნელთა ხელფასების 50 პროცენტით შეკვეცა იქნებოდა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოში ამ შეხედულებას ასე აყალიბენენ – როდესაც არაა ფეხბურთი, შემოსავლებიც არაა.
ამასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა ჩრდილოეთ მაკედონიის მოთამაშეთა კავშირის პრეზიდენტმა პანს კუმბევმა, რომლის ორგანიზაციაც „ფიფპრო“-ს (FIFPro) (ფეხბურთელთა მსოფლიო გაერთიანება, პროფკავშირები) წევრია და მოთამაშეთა უფლებებს იცავს.
კუმბევის განცხადება იმითაა საინტერესო, რომ ირიბად ქართულ ფეხბურთში შექმნილ მძიმე ფინანსურ მდგომარეობასაც ეხმაურება.
„რამდენადაც მე ვიცი, FIFPro ამ წინადადება მხარს არ უჭერს. ეს წინადადება განსაკუთრებით მიუღებელი მაკედონიაშია. ერთია, როდესაც მოთამაშეს აქვს ხელფასი 10 მილიონი ევროა და მას 50%-ს რომ დააკლებენ, მაინც კარგად იქნება. მაგრამ ეს გადაწყვეტილება პრობლემას შეუქმნის ისეთი მოთამაშეებს, რომელთა ხელფასებიც, ბევრი მაკედონიელი ფეხბურთელის მსგავსად, 250 ან 300 ევროა. ვფიქრობ, რომ „ფიფპრო“ ამის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას გამოაქვეყნებს, რადგან ფიფას ამ გადაწყვეტილებას არ დათანხმდება,“ – ამბობს პანს კუმბევი.
მისი თქმით, კლუბები ცდილობენ ზარალის რაოდენობა ორმაგად წარმოაჩინონ – „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პანდემიამ მართლა დიდი პრობლემები წარმოშვა. მაგრამ ერთ თვეში შეუძლებელია ყველა კლუბმა უცებ იზარალოს, მაგალითად, ზაგრების „დინამო“ ფინანსურ კოლაფსზე ალაპარაკდა. მანამდე კი ამაყობდნენ, რომ ათობით მილიონი ევრო მიიღეს. რატომ ხდება კლუბები, როდესაც მოგებაში არიან, კონტრაქტის პირობებს 50% არ ზრდიან. ახლა კი, უცებ სურთ შეამცირონ ხელფასები, როდესაც პრობლემა შეექმნათ. ეს შემოსავლები ხომ არ დაკარგულა“.
მისი თქმით, მოთამაშეთა საერთაშორისო კავშირი (FIFPro) რეაგირებას მოახდენს – „რა თქმა უნდა, გასარკვევია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და ამის შემდეგ ოფიციალური განცხადება გაკეთდება. „ფიფპრო“ დასკვნებს გააკეთებს და მოთამაშეთა უფლებებს სრულად დაიცავს. უმჯობესია, მოვისმინოთ მოთამაშეებისა და პროფკავშირების პოზიციები და კლუბებსა და ფეხბურთელებს შორის წარმოქმნილი პრობლემის მოგვარება ერთად ვცადოთ,“ – აცხადებს გუმბევი.