საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა კიდევ ერთი საფეხური მოიგო ფიფას განახლებულ რეიტინგში.
ოქტომბერში, ერთა ლიგაზე მოგებული ორი მატჩის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდმა 1265 ქულა დააგროვა და 92-ე პოზიციაზე გადავიდა. ჩვენს გუნდს წინა რეიტინგში ასევე ერთადგილიანი წინსვლა ჰქონდა.
რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, აქ ახალი წევრი არ შესულა, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: ბელგიის ნაკრები გახდა ერთპიროვნული ლიდერი. წინა რეიტინგში, ეს გუნდი პირველ ადგილს იყოფდა საფრანგეთის ნაკრებთან. გარდა ამისა, მეხუთე და მეექვსე ადგილები გაცვალეს ინგლისმა და ურუგვაიმ.
1(1). ბელგია – 1733
2(1). საფრანგეთი – 1732
3(3). ბრაზილია – 1669
4(4). ხორვატია – 1635
5(6). ინგლისი – 1619
6(5). ურუგვაი – 1617
7(7). პორტუგალია – 1616
8(8). შვეიცარია – 1598
9(9). ესპანეთი – 1594
10(10). დანია – 1584