ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა სამი საფეხურთით მაღლა აიწია და ახლა 93-ე ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ერთა თასზე ორი მატჩი მოიგო – ყაზახეთთან (2:0) და ლატვიასთან (1:0). რაც შეეხება რეიტინგის პირველ ათეულს, აქ მთავარი სიახლე ის არის, რომ ბელგია გაუთანაბრდა ქულებით საფრანგეთს და კლასიფიკაციას ორი ლიდერი ჰყავს:
1(2), ბელგია – 1729
1(1). საფრანგეთი – 1729
3(3). ბრაზილია – 1663
4(4). ხორვატია – 1634
5(5). ურუგვაი – 1632
6(6). ინგლისი – 1612
7(7). პორტუგალია – 1606
8(8). შვეიცარია – 1598
9(9). ესპანეთი – 1597
10(9). დანია – 1581