ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც გასულ თვეში ანდორასთან ფრე ითამაშა და შინ ყაზახეთი დაამარცხა, სამი საფეხურით მაღლა აიწია და TOP90-ში შევიდა – 92-დან 89-ე ადგილზე გადავიდა. ჩვენს გუნდს 1269 ქულა აქვს.
2013 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრები საუკეთესო 90 გუნდში იმყოფება.
რაც შეეხება ტოპ-ათეულს, იქ ერთი ცვლილება მოხდა – პორტუგალიამ და ურუგვაიმ გაცვალეს ადგილები:
1(1). ბელგია – 1727
2(2). საფრანგეთი – 1726
3(3). ბრაზილია – 1676
4(4). ხორვატია – 1634
5(5). ინგლისი – 1631
6(7). პორტუგალია – 1614
7(6). ურუგვაი – 1609
8(8). შვეიცარია – 1599
9(9). ესპანეთი – 1591
10(10). დანია – 1589