ფიფას ახალი რეიტინგი - საფრანგეთი პირველია, გერმანია - მე-15, საქართველო - 96-ე
ფიფას ახალი რეიტინგი - საფრანგეთი პირველია, გერმანია - მე-15, საქართველო - 96-ე

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრებს პოზიცია არ შეუცვლია – 1242 ქულით ისევ 96-ე ადგილზეა.

ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა ეგვიპტის ნაკრებმა – 45-დან 65-ე ადგილამდე. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი გერმანიის ნაკრები პირველიდან მე-15 ადგილამდე ჩამოვარდა. რეიტინგის ახალი ლიდერი – მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებია.

კლასიფიკაციის ახალი ვერსია გამოქვეყნდება 20 სექტემბერს, ერთა ლიგის პირველი მატჩების შემდეგ.

ფიფას რეიტინგის ახალი TOP10 ასე გამოიყურება –

1(7). საფრანგეთი – 1 726
2(3). ბელგია – 1 723
3(2). ბრაზილია – 1 657
4(20). ხორვატია – 1 643
5(14). ურუგვაი – 1 627
6(12). ინგლისი – 1 615
7(4). პორტუგალია- 1 599
8(6). შვეიცარია – 1 597
9(10). ესპანეთი – 1 580
9(13). დანია – 1 580