ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე 10 პრეტენდენტი გამოაცხადა
ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე 10 პრეტენდენტი გამოაცხადა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა პრეტენდენტთა სია ფიფას ყოველწლიურ პრემიაზე (The Best).

საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე კანდიდატთა 10-კაციანი სია ასე გამოიყურება:

კრიშტიანუ რონალდუ („იუვენტუსი“, პორტუგალია), ფრენკი დე იონგი („ბარსელონა“, ჰოლანდია), მატეის დე ლიგტი („იუვენტუსი“, ჰოლანდია), ჰარი კეინი („ტოტენჰემი“, ინგლისი), ედენ აზარი („რეალი“, ბელგია), სადიო მანე („ლივერპული“, სენეგალი), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“, ეგვიპტე), ვირჯილ ვან დეიკი („ლივერპული“, ჰოლანდია), კილიან მბაპე („პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთი), ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა).

ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრებს შეეძლებათ სამი საუკეთესოს არჩევა (პირველ ადგილზე გასულ ფეხბურთელს მიენიჭება ხუთი ქულა, მეორეზე გასულს – სამი, მესამეზე – ერთი). ხმის მიცემაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები.

სამი ფინალისტის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი, გამარჯვებული კი გამოცხადდება ფიფას პრიზების დაჯილდოვების ცერემონიაზე, რომელიც მილანში 23 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, The Best-ის პრემია „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა მოიპოვა.