ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საკუთარ ვებგვერდზე სრულფასოვანი გამოკითხა-ტურნირი ჩაატარა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად. საბოლოო შედეგი ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა: გაიმარჯვა ლეგენდარულმა ფორვარდმა ალსიდეს ედგარდო გიჯამ, რომელმაც 1950 წლის მუნდიალზე ურუგვაი სენსაციურ ოქრომდე მიიყვანა.
ფინალამდე გიჯამ ისეთ ლეგენდებს მოუგო, როგორებიც არიან – ოლივერ კანი, პელე, იოჰან კრუიფი და რონალდო. ფინალში გულშემატკივრებმა ურუგვაელი თვით დიეგო მარადონას ამჯობინეს.
32 საუკეთესოს შორის ვერ მოხვდნენ და ტურნირში ვერ მიიღეს მონაწილეობა კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ.
ალსიდეს გიჯამ მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატზე, ურუგვაისა და ბრაზილიის გადამწყვეტ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა. ის მაშინდელი მუნდიალის ჩემპიონთაგან ბოლოს, 2015 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა – ლეგენდარული მატჩის 65 წლისთავზე.