ფიფამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი სისტემა ოფიციალურად დაამტკიცა
მიუხედავად წამყვანი ევროპული კლუბების მხრიდან შესაძლო ბოიკოტისა, ფიფამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი სისტემით ჩატარებას ოფიციალურად ჩაუყარა საფუძველი. ტურნირი 2021 წელს დაიწყება და 24-გუნდიანი იქნება, ევროპიდან კი მასში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს.
ცნობილია ასევე, რომ ახალი ტურნირი ივნისსა და ივლისში გაიმართება – ზუსტად იმ პერიოდში, რომელიც ამჟამად კონფედერაციათა თასისთვის არის გამოყოფილი.
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აცხადებს, რომ „უკიდურესად ბედნიერია“ მიღებული გადაწყვეტილებით.
„ახლა მსოფლიო ნამდვილ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატს ნახავს, სადაც გულშემატკივრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის დაპირისპირების მოწმეები გახდებიან“, – აცხადებს ინფანტინო.
ამჟამად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ყოველი წლის დეკემბერში იმართება და მასში სულ შვიდი გუნდი მონაწილეობს.
ახალი ფორმატის მიხედვით კი, გარდა რვა ევროპული კლუბისა, ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ:
სამხრეთ ამერიკა – 6 კლუბი
ჩრდილოეთ ამერიკა – 3
ცენტრალური ამერიკა – 3
აფრიკა – 3
ოკეანია – 3
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტურნირში მონაწილეობის მიღებით თითოეული კლუბი 60 მილიონ ევროს მიიღებს.