ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) მსოფლიოს ახალი ჩემპიონატის ჩატარების პროექტს ამუშავებს, რომელშიც მხოლოდ რვა ნაკრები ითამაშებს. როგორც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა ‘ლეკიპი’ (L’Equipe) წერს, სადებიუტო ტურნირის ჩატარება 2021 წელს იგეგმება და ის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. ეს იქნება ერთგვარი “რვათა ფინალი” (Final 8) და ის ოქტომბერში ან ნოემბერში ჩატარდება.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ინვესტორთა ჯგუფი მზად არის 25 მილიარდი დოლარი გადაიხადოს 12 წლის განმავლობაში შვიდ ასეთ ტურნირზე უფლების შესაძენად. “რვათა ფინალის” (მას უკვე უწოდეს მინი-მუნდიალი) შექმნამ უნდა გამოიწვიოს კონფედერაციათა თასის გაქრობა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს ჩემპიონატის წინა წელს იმართება.