ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) საბჭოს ბიურომ კორონავირუსის სიტუაციასთან დაკავშირებული მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციით დაამტკიცა სამი ტურნირის ჩატარების თარიღი, რომლებიც 2020 წელს უნდა გამართულიყო.
ამ სამ ტურნირს შორისაა ფუტსალში მსოფლიოს ჩემპიონატიც, რომლის მასპინძელი ლიეტუვა უნდა ყოფილიყო. მასპინძელი ქვეყანა არ შეცვლილა, ტურნირის თარიღი კი ერთი წლით გადაიდო და 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება.
ასევე ერთი წლით გადაიდო მსოფლიოს ჩემპიონატები 17 და 20 წლამდე გოგონებს შორის.