FIFA23-მა მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის გამარჯვება იწინასწარმეტყველა - წინა სამ ტურნირზე კომპიუტერმა ზუსტად გამოიცნო მომავალი ჩემპიონი #1TVSPORT
FIFA23-მა მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის გამარჯვება იწინასწარმეტყველა - წინა სამ ტურნირზე კომპიუტერმა ზუსტად გამოიცნო მომავალი ჩემპიონი #1TVSPORT

FIFA23-მა პროგნოზი გააკეთა, ვინ გახდება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული.

კომპიუტერული თამაშის შემქმნელ EA Sports-ში განაცხადეს, რომ მოხდა მთელი ჩემპიონატის სიმულირება – ჯგუფური ეტაპიდან ფინალამდე. ჩემპიონი გახდა არგენტინის ნაკრები, რომელმაც ფინალში ბრაზილია დაამარცხა 1:0.

ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიის, არგენტინის, საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებმა უპრობლემოდ მოიგეს თავიანთი ჯგუფები და გავიდნენ პლეი ოფში. B ჯგუფი მოიგო აშშ-ის ნაკრებმა, ინგლისმა კი მეორე ადგილი დაიკავა. H ჯგუფში კორეის ნაკრებმა აჯობა განასა და ურუგვაის, რის შემდეგაც მეოთხედფინალში წააგო მომავალ ჩემპიონთან.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი რვა გოლით ლიონელ მესი გახდა. სამმა ფეხბურთელმა – ქარიმ ბენზემამ, პეტრ ზელინსკიმ და ბერნარდო სილვამ გაიყვეს პირველი ადგილი შედეგიანი გადაცემების რაოდენობით.

საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი „ოქროს ბურთი“ მიიღო მესიმ, საუკეთესო მეკარე გახდა – ემილიანო მარტინესი.

ტურნირის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

ემილიანო მარტინესი (არგენტინა) – ჟოაო კანსელო (პორტუგალია), რაფაელ ვარანი (საფრანგეთი), მარკინიოსი (ბრაზილია), მარკოს აკუნია (არგენტინა), ლეანდრო პარედესი (არგენტინა), როდრიგო დე პაული (არგენტინა), ვინისიუსი (ბრაზილია), ლიონელ მესი (არგენტინა), კილიან მბაპე (საფრანგეთი), რიშარლისონი (ბრაზილია).

უნდა აღინიშნოს, რომ FIFA-ს სიმულაციამ ზუსტად გამოიცნო მსოფლიოს ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებული.