ფიფა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას ერთი დღით ადრე გეგმავს #1TVSPORT
ფიფა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას ერთი დღით ადრე გეგმავს #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში, შესაძლოა, ერთი დღით ადრე დაიწყოს. ასეთი შესაძლებლობა უნდა განიხილონ უახლოეს დღეებში დაგეგმილ შეხვედრაზე ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ და ექვსი საფეხბურთო კონფედერაციის (ევროპა, აზია, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა, ოკეანეთი) მეთაურმა.

დღევანდელი მონაცემებით, 21 ნოემბერს, ჩემპიონატის პირველ დღეს ოთხი შეხვედრაა დაგეგმილი. მათგან რიგით მესამეა მასპინძელი ყატარისა და ეკვადორის მატჩი. იმისთვის, რომ ეს შეხვედრა ტურნირის გახსნის მატჩი გახდეს, იგეგმება მისი ერთი დღით ადრე გადატანა.

ასე რომ, უახლოეს ხანში ფიფა აპირებს მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ყატარი-ეკვადორი 20 ნოემბეტრს გაიმართოს.