ფიფა ტუნისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატიდან დათხოვნით ემუქრება #1TVSPORT
ფიფა ტუნისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატიდან დათხოვნით ემუქრება #1TVSPORT

ტუნისის ნაკრები, შესაძლოა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატიდან მოკვეთონ, – იტყობინება BBC.

წყაროს ცნობით, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ამგვარი სასჯელი შეიძლება იმის გამო გამოიტანოს, რომ ტუნისის მთავრობა ქვეყნის საფეხბურთო საქმიანობაში ჩაერია. ცოტა ხნის წინ, ტუნისის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ქამელ დეგიშმა განაცხადა, რომ შეიძლება დაითხოვოს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა. ფიფა-ში ამგვარ განცხადებას ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევის მცდელობად მიიჩნევენ.

ტუნისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე დანიის, ავსტრალიისა და საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.