ფიფა თანახმაა, შიდა ჩემპიონატების მატჩები სხვა ქვეყნებში გაიმართოს #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა „ეკიპის“ ინფორმაციით, ფიფა თანახმაა, კონკრეტული ეროვნული ჩემპიონატის მინიმუმ ერთი მატჩი ყოველ სეზონში სხვა ქვეყანაში გაიმართოს.
ესპანეთს გარეთ ლა ლიგის შეხვედრების ჩატარება ლა ლიგის მესვეურებს სურდათ და ფიფა-ს თხოვნითაც მიმართეს. ლიგის ხელმძღვანელები თვლიან, რომ რამდენიმე თამაშის აშშ-ს ტეროტორიაზე გამართვა კომერციულად წარმატებული იქნება.
გამოცემის ცნობით, ფიფა-ს ეს გადაწყვეტილება ევროპის სხვა წამყვან ჩემპიონატებსაც ბიძგს მისცენ, გუნდები აშშ-ში უფრო ხშირად ათამაშონ.
ევროპის ტოპ ლიგების კლუბები ზაფხულში, სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე ერთმანეთთან ხშირად ატარებენ ამხანაგურ მატჩებს აშშ-ში, ავსტრალიასა და აზიის ქვეყნებში.