ფიფა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის შეძენას გეგმავს #1TVSPORT
ფიფა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის შეძენას გეგმავს #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია „სტად დე ფრანსის“ ცნობილი სტადიონის შესაძენად ტენდერში მიიღებს მონაწილეობას – იუწყება L’Equipe.

ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო სტადიონის შეძენასთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უკვე ესაუბრა.

„სტად დე ფრანსის“ სტადიონი პარიზში, სენ-დენის უბანში მდებარეობს. არენა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაიხსნა, რომელსაც საფრანგეთმა უმასპინძლა და გამარჯვებულიც საფრანგეთი გახდა.

„სტად დე ფრანსის“ სტადიონის ღირებულება 600 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ სწორედ „სტად დე ფრანსი“ იქნება პარიზის ოლიმპიადის მასპინძელი არენა და სტადიონის გაყიდვაც, რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ იგეგმება.