ფიფა სიახლეს გეგმავს - მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩების ხანგრძლივობა მინიმუმ 100 წუთი იქნება #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) ცდილობს შემოიღოს სიახლე საფეხბურთო მატჩებში, რომელიც მიმართული იქნება სათამაშო დროის უფრო ეფექტურად გამოყენებისკენ. ფიფა-ს სურვილია, ეს სიახლე უკვე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე იყოს დანერგილი.
უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ იმაზე, რომ მატჩებისას ძალიან ხშირად ბურთი თამაშში მხოლოდ 60 წუთის განმავლობაშია. როგორც იტალიური გამოცემა Corriere dello Sport იტყობინება, ფიფა-ს სურს მსოფლიო ჩემპიონატამდე მიაღწიოს გაუმჯობესებას ამ საკითხში, მაგრამ მანამდე მან თანხმობა უნდა მიიღოს საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოსგან (IFAB). ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არეგულირებს საფეხბურთო კანონებს.
არის ალბათობა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მატჩებში მსაჯები მინიმუმ კომპენსირებულ დროს – 10 წუთს დაამატებენ. ამგვარი შეთავაზება თავად ფიფა-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაადასტურა.