ფიფა-ს ყოველწლიური პრემიის The Best-ის ნომინანტების სრული სია #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) დაასახელა კანდიდატები The Best-ის პრემიაზე, რომელიც 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.
სიაში მოხვდნენ: ქარიმ ბენზემა (რეალი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი), ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი), ჟორჟინიო (ჩელსი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), ლიონელ მესი (პარი სენ-ჟერმენი), ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული).
ასევე დასახელდნენ ნომინანტები წლის საუკეთესო მეკარისა და მწვრთნელის პროზებზე.
მეკარეები – ალისონი (ლივერპული), ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი), ედუარ მენდი (ჩელსი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი) და კასპერ შმეიხელი (ლესტერი).
მწვრთნელები – ანტონიო კონტე (ტოტენჰემი), ჰანს-დიტერ ფლიკი (გერმანიის ნაკრები), პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები), ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები), დიეგო სიმეონე (ატლეტიკო) და თომას ტუხელი (ჩელსი).
გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად, რომელიც 2021 წლის 22 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე გაიმართება.
The Best-ის პრიზების გადაცემის ცერემონია 2022 წლის 17 იანვარს გაიმართება.