ლონდონში დასრულდა ფიფა-ს დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც საუკეთესოები ცხრა ნომინაციაში დაასახელეს:
ფერენც პუშკაშის ჯილდო (საუკეთესო გოლი): მოჰამედ სალაჰი – გოლი „ევერტონის“ კარში
საუკეთესო მამაკაცთა მწვრთნელი: დიდიე დეშამი
საუკეთესო მეკარე: ტიბო კურტუა
საუკეთესო ქალთა მწვრთნელი: რაინალდ პედროსი
გულშემატკივართა ჯილდო: პერუელი გულშემატკივრები – სტადიონებზე სამაგალითო ქცევისთვის
ფიფას სამართლიანი თამაშის პრიზი: ლენარტ ტი
ფიფპროს (პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაცია) ჯილდო – სიმბოლური ნაკრები:
დავიდ დე ხეა – დანი ალვეში, რაფაელ ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო – ლუკა მოდრიჩი, ნ’გოლო კანტე, ედენ აზარი – ლიონელ მესი, კილიან მბაპე, კრიშტიანო რონალდო
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: მარტა
საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი: ლუკა მოდრიჩი