ფიფა-ს რეფორმა - კლუბების სუპერჩემპიონატი კონფედერაციათა თასის ნაცვლად
ესპანური გაზეთი Marca ირწმუნება, რომ 2021 წლიდან ფიფა ახალ ტურნირს ჩაატარებს. კერძოდ, კონფედერაციათა თასის ნაცვლად გაიმართება ტურნირი სახელწოდებით – კლუბებს შორის მსოფლიოს სუპერჩემპიონატი, რომელშიც ექვსი კონტინენტის 24 საუკეთესო კლუბი გამოავლენს უძლიერესს.
ჩემპიონატის ჩატარება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იგეგმება.
ევროპიდან წარმოდგენილი იქნება 12 კლუბი: ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხი გამარჯვებული, აგრეთვე, მთავარი ევროპული ტურნირის ფინალისტები. დანარჩენ მონაწილეებს უეფას რეიტინგის მიხედვით აარჩევენ.