ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო #1TVSPORT
ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო #1TVSPORT

საქართველოს სპეციალური ვიზიტით ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ეწვია. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ინფანტინო ბაქოდან ჩამოფრინდა, სადაც გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობდა. მასთან ერთად, საქართველოში ფიფა-ს სხვა მაღალჩინოსნებიც არიან, მათ შორის, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი.

სტუმრებმა დაათვალიერეს საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ ტერიტორია, სადაც ფეხბურთის ფედერაციის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა ფიფა-ს პროგრამის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. ამის შემდეგ დელეგაციამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ ფიფა-ს თანადაფინანსებით აშენდა რუსთავში ფეხბურთის ფედერაციის რეგიონული ტექნიკური ცენტრი, სადაც სფფ-ის აკადემია ფუნქციონირებს.