მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოს, მსოფლიო თასს საქართველოში 8 თებერვალს ჩამოიტანენ.
დღეს ლონდონში, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარი პრიზი საზოგადოებას ფეხბურთის ვარსკვლავებმა, ჯეფ ჰერსტმა და ანდრეა პირლომ წარუდგინეს.
მსოფლიო თასი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 6-ვე კონტინენტის 51 ქვეყნის 91 ქალაქში იმგზაურებს. მათ შორის, 8 თებერვალს, მსოფლიო თასი ერთი დღით თბილისშიც გამოიფინება.
თასის მოგზაურობა კი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქში, მოსკოვში დასრულდება.
მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთში გაიმართება. მატჩების პირდაპი ტრანსლაციას საქართველოში ექსკლუზიურად პირველი არხი შემოგთავაზებთ.