ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გამოძიება დაიწყო რუსეთის საფეხბურთო კავშირთან მიმართებაში ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე რუსული კლუბების მონაწილეობის გამო.
რამდენიმე რუსული წყაროს ცნობით, 2017 წელს, ორი რუსული კლუბი („ანჟი-2“ და „სოკოლი“) მონაწილეობას იღებდა ყირიმის თასის გათამაშებაში. ტურნირის მატჩები ნახევარკუნძულზე იმართებოდა, რომელსაც ფიფა და უეფა არ აღიარებს რუსეთის ტერიტორიად.
ფიფაში დარწმუნებულნი არიან, რომ “ანჟი-2”-სა და “სოკოლის” მონაწილეობა ყირიმის თასზე შეთახმებული იყო რუსეთის საფეხბურთო კავშირთან. თუ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია შეძლებს ამის დამტკიცებას, მთავარ რუსულ საფეხბურთო ორგანოს სერიოზული სანქციები ელოდება.
2014 წელს, უეფამ აუკრძალა ყირიმის კლუბებს რუსეთის საფეხბურთო კავშირის ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობა. გაერთიანებული ერების წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ყირიმს უკრაინის ტერიტორიად განიხილავს.