„ფიფა“ (FIFA) ნიკარაგუის ნაკრების კაპიტანს პასუხობს
„ფიფა“ (FIFA) ნიკარაგუის ნაკრების კაპიტანს პასუხობს

„ფიფა“ (FIFA) კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად ლიონელ მესი ხმების გაყალბებით დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ნიკარაგუის ნაკრების კაპიტანმა ხუან ბარერამ განაცხადა, რომ მას არგენტინელისთვის ხმა საერთოდ არ მიუცია, თუმცა „ფიფას“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, მისი სახელის გასწვრივ სწორედ მესია მითითებული.

„ჩვენ შევამოწმეთ ყველა დოკუმენტი, რომელიც ნიკარაგუის ფეხბურთის ფედერაციამ გამოგვიგზავნა და დავრწმუნდით, რომ ყველა ხელმოწერა და ბეჭედი ადგილზეა. ვთხოვთ ნიკარაგუის ფეხბურთის ფედერაციას, რომ კარგად გაერკვიოს ამ საკითხში“, – განაცხადა „ფიფას“ პრეს-მდივანმა.

მესის გარდა, „ფიფას“ წლის საუკეთესი მამაკაცი ფეხბურთელის ნომინაციაში დასახელებულნი იყვნენ ჰოლანდიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი და „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი – კრიშტიანუ რონალდუ.