ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეთა რიცხვის გაზრდას 2022 წლისთვის გეგმავს
ფიფა მორიგ რევოლუციურ ცვლილებას ამზადებს. ორგანიზაციის პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს განცხადებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის 32-დან 48-მდე გაზრდა უკვე 2022 წლის ტურნირისთვის არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ეს ცვლილება 2026 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში.
„რატომაც არა? ჩვენ შევისწავლით სიტუაციას და აუცილებლად განვიხილავთ საკითხს ყატარის მხარესთან ერთად. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. იმედი გვაქვს, გუნდების რაოდენობის გაზრდა შესაძლებელი იქნება,“ – განაცხადა ინფანტინომ მალაიზიაში აზიის საფეხბურთო კონფედერაციის ახალი შტაბბინის პრეზენტაციისას.