ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 11-მეტრიანების სერიის შემოღებას აპირებს
ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 11-მეტრიანების სერიის შემოღებას აპირებს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ფიქრობს მსოფლიოს ჩემპიონატებზე პენალტების სერიის გამოყენებას მატჩების ფრედ დასრულების შემთხვევაში, – წერს ბრიტანული გაზეთი „სანი“ (The Sun).

გამოცემის ინფორმაციით, ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ჯერ ისევ იმედოვნებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვი 32-დან 48 ნაკრებამდე უკვე 2022 წლის პირველობაზე გაიზრდება. ნაკრებებს დაყოფენ 16 ჯგუფად, თითოში სამი გუნდი იქნება. თუ ეს მოხდება, გაიზრდება ალბათობა იმ სიტუაციისა, რომლის დროსაც, ჯგუფურ ეტაპის ბოლო ტურში, პლეი ოფში გასასვლელად გუნდებს ფრეც ეყოფათ.

ამასთან დაკავშირებით, ფიფა განიხილავს პენალტების სერიის შემოღებას ჯგუფურ ეტაპზე მატჩების ფრედ დასრულების შემთხვევაში. ამ წესის მიხედვით, ფრესთვის გუნდები თითო ქულას მიიღებენ, კიდევ ერთი ქულა კი პენალტების სერიაში გათამაშდება.