ფიფა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის სამ ცერემონიას ჩაატარებს #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის გახსნის სამ ცერემონიას გამართავს. ამის შესახებ წერს ინტერნეტგამოცემა The Athletic-ი. წყაროს ცნობით, იგეგმება თითო ცერემონიის ორგანიზება თითოეულ მასპინძელ ქვეყანაში გასამართი პირველი მატჩის წინ.
მსოფლიო ჩემპიონატს ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ. იტყობინებიან, რომ გახსნის ცერემონიებზე ადგილობრივი მომღერლები გამოვლენ: აშშ-ში – კეტი პერი, კანადაში – მაიკლ ბუბლე, მექსიკაში – ჯგუფი Mana.