ფიფა მატჩების 60 წუთამდე შემცირების ვარიანტს განიხილავს #1TVSPORT
ფიფა მატჩების 60 წუთამდე შემცირების ვარიანტს განიხილავს #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) განიხილავს საფეხბურთო მატჩის სათამაშო დროის 90 წუთიდან 60 წუთამდე შემცირების შესაძლებლობას.

ამის შესახებ გაზეთ „დეილი მეილთან“ კომენტარში განაცხადა არბიტრმა მარკ კლატენბურგმა.

ჩანაფიქრის მიხედვით, სათამაშო ტაიმერი გაჩერდება მოედნიდან ბურთის გასვლის შემდეგ, ტრავმების, გოლებისა და სხვა პაუზების დროს. ასე რომ, ფეხბურთში გაჩნდება ე.წ. „სუფთა“ დრო.

როგორც ირკვევა, ამ პროექტზე პასუხისმგებელია ლეგენდარული იტალიელი არბიტრი პიერლუიჯი კოლინა.