ფიფა-მ წლის საუკეთესო მეკარის ნომინაციაზე ხუთი პრეტენდენტი დაასახელა #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2023 წლის საუკეთესო მეკარის ნომინაციაზე ხუთი პრეტენდენტი შეარჩია.
იასინ ბონო – „სევილია“/„ალ-ჰილალი“, მაროკოს ნაკრები;
ტიბო კურტუა – „რეალი“, ბელგიის ნაკრები;
ედერსონი – „მანჩესტერ სიტი“, ბრაზილიის ნაკრები;
ანდრე ონანა – „მანჩესტერ იუნაიტედი“, კამერუნის ნაკრები;
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი – „ბარსელონა“, გერმანიის ნაკრები.
წლის საუკეთესო მეკარე ხმის მიცემით გაირკვევა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ნაკრების კაპიტნები და მწვრთნელები.
შეგახსენებთ, რომ შარშან წლის საუკეთესო მეკარედ არგენტინის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ კარის დარაჯი, მსოფლიო ჩემპიონი ემილიანო მარტინესი დაასახელეს.