ფიფა-მ „უოტფორდს“ სატრანსფერო აკრძალვა მოუხსნა - ჩაკვეტაძეს ბარიერი აღარ შეექმნება #1TVSPORT
ფიფა-მ „უოტფორდისთვის“ დაწესებული სატრანსფერო აკრძალვა გააუქმა და გიორგი ჩაკვეტაძეს ბარიერი აღარ შეექმნება, – ინფორმაციას The Athletic-ი ავცელებს.
ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბს საერთაშორისო ტრანსფერებზე აკრძალვა 20 ივლისს დაუწესეს, რადგან კლუბმა 2022 წლის იანვარში „ბორდოდან“ „უოტფორდში“ გადასული სამუელ კალუს ტრანსფერის შემდეგ მოთამაშის აღმზრდელ ნიგერიის „მეგამუს“ საფეხბურთო აკადემიას სოლიდარობის კომპენსაცია არ გადაუხადა.
„მეგამუს“ საფეხბურთო აკადემიას პრეტენზია გაუჩნდა – სოლიდარობის კომპენსაციის მისაღებად საკითხი ფიფა-ში წამოჭრა და მოითხოვა, რომ „უოტფორდის“ ტრანსფერებზე სანქციები დაეწესებინათ. თუმცა, „უოტფორდმა“ დაუყოვნებლივ მიიღო ზომები და მოაგვარა ადმინისტრაციული გაუგებრობა, რათა სატრანსფერო აქტივობა არ შეეჩერებინა.
„საფეხბურთო აკადემია „მეგამუს“ მიმართ დავალიანება შედარებით მცირე იყო და კლუბმა სწრაფად გადაიხადა, რის შედეგადაც დავა დასრულდა. ფიფა-ს ოფიციალურმა განცხადებამ დაადასტურა, რომ მხარეები შეთანხმდნენ და კლუბს ტრანსფერებზე აკრძალვა მოუხსნეს. ეს შეთანხმება შესანიშნავი სიახლეა „უოტფორდისთვის“, რადგან გუნდს უკვე სეზონის დაწყებამდე სატრანსფერო გეგმების განხორციელება შეუძლია. „უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძის იჯარით გადაყვანაზე „გენტთან“ შეთანხმებას მიაღწია. მას შემდეგ, რაც სატრანსფერო აკრძალვის პერიოდი დასრულდა, „უოტფორდს“ შეუძლია, ქართველი დაიმატოს“, – წერს The Athletic-ი.