ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.
„ფიფა გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში ძალის გამოყენებას და ნებისმიერი სახის ძალადობას კონფლიქტის მოსაგვარებლად. ძალადობა არასოდეს შეიძლება იყოს მისაღები გადაწყვეტილება და ფიფა მოუწოდებს ყველა მხარეს – აღადგინონ მშვიდობა კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით. ფიფა ასევე გააგრძელებს სოლიდარობის გამოხატვას იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ კონფლიქტისას დაზარალდა.
რაც შეეხება საფეხბურთო საკითხებს უკრაინასა და რუსეთში, ფიფა გააგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებთან დაკავშირებით განახლებების შესახებ დადგენილი წესების მიხედვით გამოცხადდება“, – წერია ფედერაციის ვებგვერდზე.