ფიფა-მ ნაკრებებისთვის ახალი კალენდარი შეიმუშავა - ის მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ გამართვას ითვალისწინებს #1TVSPORT
ფიფა-მ ნაკრებებისთვის ახალი კალენდარი შეიმუშავა - ის მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ გამართვას ითვალისწინებს #1TVSPORT

ინტერნეტ-გამოცემა El Larguero-ს ინფორმაციით, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ეროვნული ნაკრებებისთვის შეადგინა ახალი კალენდარი, რომელიც 2026 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას ითვალისწინებს.

როგორც ირკვევა, ფიფა-მ უკვე გაუგზავნა კალენდარი 211 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას. ამ კალენდრის მიხედვით, დიდი საერთაშორისო ტურნირების შესარჩევ ეტაპებზე მაქსიმუმ შვიდი მატჩის ჩატარებაა გათვალისწინებული. ამასთან, ასარჩევად ორი ვარიანტი არსებობს. პირველი – ითამაშონ შესარჩევი ტურნირი ორ ეტაპად – მარტსა და ოქტომბერში. მეორე ვარიანტი ითვალისწინებს შვიდივე მატჩის მხოლოდ ოქტომბერში ჩატარებას.

გარდა ამისა, ფიფა-ს ახალი გეგმის თანახმად, ფეხბურთელების ეროვნულ ნაკრებებში ყოფნა წელიწადში 50 დღის ნაცვლად, 30 დღემდე შემცირდება.