ფიფა-მ მუნდიალის მსაჯების სია დაამტკიცა
ფიფა-მ მუნდიალის მსაჯების სია დაამტკიცა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა მსაჯების სია, რომლებიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს მოემსახურებიან. ჩამონათვალშია 46 ქვეყნის 36 მთავარი მსაჯი და 63 ასისტენტია.

პირველად 1938 წლის შემდეგ, ფიფა-მ არ მიიწვია მსოფლიოს ჩემპიონატზე სამუშაოდ ბრიტანელი არბიტრი. მარკ კლატენბურგი, რომელმაც ევრო 2016-ის ფინალი იმსაჯა, ერთადერთი ბრიტანელი იყო გაფართოებულ სიაში, მაგრამ საბოლოო არჩევანში ვერ მოხვდა.

36 მთავარი არბიტრის სია ასე გამოიყურება:

ევროპა
ფელიქს ბრიხი (გერმანია)
ჩუნეით ჩაქირი (თურქეთი)
სერგეი კარასიოვი (რუსეთი)
ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი)
მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
ჯანლუკა როკი (იტალია)
დამირ სკომინა (სლოვენია)
კლემან ტურპენი (საფრანგეთი)

სამხრეთ ამერიკა
ხულიო ბასკუნიანი (ჩილე)
ენრიკე კასერესი (პარაგვაი)
ანდრეს კუნია (ურუგვაი)
ნესტორ პიტანა (არგენტინა)
სანდრო რიჩი (ბრაზილია)
ვილმარ როლდანი (კოლუმბია)

ჩრდილოეთ ამერიკა
ხოელ აგილარი (სალვადორი)
მარკ გაიგერი (აშშ)
ხაირ მარუფო (აშშ)
რიკარდო მონტერო (კოსტა რიკა)
ჯონ პიტი (პანამა)
სესარ რამოს პალასუელოსი (მექსიკა)

აზია
ფაჰად ალ მირსადი (ს. არაბეთი)
ალირეზა ფაღანი (ირანი)
რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)
აბდულა მოჰამედი (საამიროები)
რიუჯი სატო (იაპონია)
ნავაფ შუკრალა (ბაჰრეინი)

აფრიკა
მეჰდი აბიდ შარეფი (ალჟირი)
მალანგ დიედჰიუ (სენეგალი)
ბაკარი გასამა (გამბია)
გეად გრიშა (ეგვიპტე)
ჯანი სიკავზე (ზამბია)
ბამლაკ ტესემა ვეიესა (ეთიოპია)

ოკეანეთი
მეტიუ კონგერი (ზელანდია)
ნორბერტ ჰაუატა (ტაიტი)