ფიფა-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ბონუსები გაზარდა - ყველა მონაწილე 12 მილიონ დოლარს მიიღებს
ფიფა-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ბონუსები გაზარდა - ყველა მონაწილე 12 მილიონ დოლარს მიიღებს

ფიფა-მ 2022 წელს ყატარში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე გასული გუნდებისთვის საპრიზო ფონდი გაზარდა, რაც ეროვნული ნაკრებებისთვის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული უნდა გახდეს.

ტურნირის გამარჯვებული მიიღებს 50 მილიონ დოლარს, 10 მილიონი დოლარი კი მონაწილეობისთვის ყველა ეროვნულ გუნდს დაერიცხება, პლუს ორი მილიონი დოლარი – მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.

ეს ნიშნავს, რომ 2022 წელს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე მინიმუმ 12 მილიონ დოლარს მიიღებს – ეს ის თანხაა, რომელიც თეორიულად, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებმაც მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს, ციურიხში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველო „ბ“ ჯგუფში მოხვდა. ჩვენი მეტოქეები იქნებიან ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ნაკრებები.