ფიფა-მ ხამეს როდრიგესის გუნდი კლუბებს შორის მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატიდან გარიცხა #1TVSPORT
ფიფა-მ ხამეს როდრიგესის გუნდი კლუბებს შორის მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატიდან გარიცხა #1TVSPORT

მექსიკური კლუბი „ლეონი“ გარიცხეს კლუბებს შორის მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა სიიდან.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) სააპელაციო კომიტეტმა დაადგინა, რომ „ლეონსა“ და „პაჩუკას“ არ შეუძლიათ ერთად მიიღონ მონაწილეობა ერთ ტურნირზე იმის გამო, რომ ორივე მექსიკურ კლუბს ერთი მფლობელი ჰყავს.

„პაჩუკა“ და „ლეონი“, რომელშიც ცნობილი კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი თამაშობს, კომპანია Grupo Pachuca-ს ეკუთვნის.

როგორც ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, „ლეონი“ ჩამოაცილეს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას, ხოლო კლუბი, რომელიც მას შეცვლის, მოგვიანებით იქნება დასახელებული.

კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ამერიკის შეერთებულ შტატებში 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება. „ლეონი“ ერთ ჯგუფში მოხვდა „ჩელსისთან“, „ფლამენგოსთან“ და „ესპერანსთან“.