ფიფა-მ გამოაცხადა 5 მილიონი განაცხადის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ბილეთებზე, ყველაზე პოპულარული მატჩია კოლუმბია-პორტუგალია #1TVSPORT
ფიფა-მ გამოაცხადა 5 მილიონი განაცხადის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ბილეთებზე, ყველაზე პოპულარული მატჩია კოლუმბია-პორტუგალია #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა მაღალი მოთხოვნის შესახებ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბილეთებზე.

„ბილეთების გაყიდვის მესამე ეტაპის დაწყებიდან სულ რაღაც 24 საათში გულშემატკივრებმა 200-ზე მეტი ქვეყნიდან 5 მილიონი განაცხადი შეიტანეს ვებგვერდის მეშვეობით.

მონაცემები მეტყველებს დიდ ინტერესზე ჯგუფური ეტაპის ზოგიერთ მატჩზე. ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარულია მატჩი კოლუმბიასა და პორტუგალიას (მაიამი, 27 ივნისი) შორის.

ყველაზე პოპულარული მატჩების ტოპხუთეულში ასევე შედის: ბრაზილია-მაროკო (ნიუ ჯერსი, 13 ივნისი), მექსიკა-სამხრეთ კორეა (გვადალახარა, 18 ივნისი), ეკვადორი-გერმანია (ნიუ ჯერსი, 25 ივნისი) და შოტლანდია-ბრაზილია (მაიამი, 24 ივნისი).

ყველაზე მეტი განაცხადი შევიდა მასპინძელი ქვეყნებიდან – აშშ, მექსიკა და კანადა. ტოპათეულში არიან: კოლუმბია, ინგლისი, ეკვადორი, ბრაზილია, არგენტინა, შოტლანდია, გერმანია, ავსტრალია, საფრანგეთი და პანამა“, – წერია ფიფა-ს შეტყობინებაში.