ფიფა-მ ფერენც პუშკაშის პრემიაზე 11 გოლი წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) დაასახელა პრეტენდენტთა სია ფერენც პუშკაშის პრიზზე. ეს ჯილდო გადაეცემა წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორს.
პრეტენდენტთა სიაში მოხვდნენ: მარიო ბალოტელი, ამანდინ ანრი, ტეო ერნანდესი, ალუ კუოლი, კილიან მბაპე, ფრანსისკო გონსალეს მეტილი, მარცინ ოლექსი, სალმა პარალუელო, დიმიტრი პაიეტი, რიშარლისონი, ალესია რუსო.
ფიფა-ს ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემა 3 თებერვლამდე გაგრძელდება და ამის შემდეგ გამოცხადდება სამი ფინალისტი. გამარჯვებულს გამოაცხადებენ 27 თებერვალს The Best FIFA Football Awards-ის ცერემონიაზე.